სამარხვო ბლინები კარტოფილით და ხახვით

54

ინგრედიენტები:
– 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
– 500-600 მლ გაზიანი წყალი
– 1 ს/კ შაქარი
– 1 ჩ/კ მარილი
– 1 მწიკვი სოდა
– 4 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– 2 ც. კარტოფილი
– 0,5 კონა მწვანე ხახვი

მომზადების წესი:

1. კარტოფილი მოხარშეთ, გაცივება აცადეთ და გაფცქვენით. 

2. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, მარილი, შაქარი, სოდა. დაამატეთ გაზიანი წყალი და 3 ს/კ ზეთი. ცომს მოურიეთ და ნახევარი საათით დატოვეთ. 

3. კარტოფილი კუბიკებად დაჭერით, ხახვი დააქუცმაცეთ, დაამატეთ მარილი და ინგრედიენტებს მოურიეთ. 

4. ტაფას ზეთი წაუსვით, მას ცომის პორცია დაასხით და ცოტა კარტოფილის ნარევი მოაყარეთ. რამდენიმე წუთში ბლინი გადმოაბრუნეთ და შეწვით მომზადებამდე.

კომენტარი