როგორ მოვამზადოთ ხეკი ხახვით? მარტივი რეცეპტია!

190

საჭირო ინგრედიენტები:
– 1 კგ ხეკი 
– 2 ც. ხახვი
– 35 გ ნაღების კარაქი
– 10 ც. შავი პილპილის მარცვალი
– 3 ც. სურნელოვანი პილპილის მარცვალი
– 2 ც. დაფნის ფოთოლი
– მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. თევზი კარგად გაასუფთავეთ და პორციულ ნაჭრებად დაჭერით. ნაჭრებს მარილი მოაყარეთ. 

2. გაალღვეთ კარაქი ტაფაში. დაამატეთ 2 ც. დაფნის ფოთოლი, შავი და სურნელოვანი პილპილი.

3. ხახვი მრგვალად დაჭერით და შეწვით 3 წუთის განმავლობაში. ხახვის ფენაზე თევზი გადაიტანეთ და მოამზადეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. თევზი გადმოაბრუნეთ და შეწვით კიდევ 10 წუთის განმავლობაში მომზადებამდე. 

კომენტარი