ღვეზელი ყველით- შესანიშნავი იდეა ვახშმისთვის

42

საჭირო ინგრედიენტები:
– 230 გ ხორბლის ფქვილი
– 180 გ ყველი ჩედარი (შეგიძლიათ სხვა ყველით ჩაანაცვლოთ)
– 50 გ მწვანე ხახვი
– 25 გ კამა
– 25 გ ოხრახუში
– 1 ს/კ გამაფხვიერებელი
– 1 ჩ/კ გამხმარი ბაზილიკი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– 80 გ რძე
– 80 მლ მზესუმზირის ზეთი
– 4 კვერცხი
– 1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი
– ნიგოზი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი (გაცრა აუცილებელია), გამაფხვიერებელი, მარილი და სანელებლები. დაამატეთ დაახლოებით 150 გ გახეხილი ყველი და დაქუცმაცებული მწვანილი.

2. შეურიეთ ერთმანეთს თხევადი ინგრედიენტები: რძე, 4 კვერცხი, ზეთი და მდოგვი. ორი ნარევი შეაერთეთ და გადაიტანეთ ცომი ცხობის ფორმაში, პერგამენტის ქაღალდზე (პერგამენტის ქაღალდს წინასწარ ზეთი წაუსვით).

3. გამოაცხვეთ კექსი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ღვეზელს დაქუცმაცებული ნიგოზი და დარჩენილი ყველი მოაყარეთ და დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 30 წუთით. მზაობა ხის ჩხირის დახმარებით შეამოწმეთ. 

კომენტარი