ვაშლის ღვეზელის რეცეპტი- შესანიშნავი გემო, რომელიც ყველას მოეწონება

15

ინგრედიენტები:
– 300 გ ფქვილი
– 300 გ მანანის ბურღული
– 250 გ შაქარი
– 10 გ ვანილის შაქარი
– 0,5 ჩ/კ დარიჩინი
– 10 გ გამაფხვიერებელი
– 1,5 კგ ვაშლი
– 1 კვერცხი
– 100 გ + 2 ს/კ ნაღების კარაქი
– 330 მლ თბილი რძე
– შაქრის პუდრი გაფორმებისთვის

მომზადების წესი:

1. ვაშლები გაფცქვენით და გახეხეთ. დაამატეთ დარიჩინი და ვანილი.

2. ფქვილს (გაცრა აუცილებელია) გამაფხვიერებელი, მანანის ბურღული და შაქარი შეურიეთ. 

3. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ცხობის ფორმას კარაქი წაუსვით. მასში მშრალი ინგრედიენტების ნარევის მესამედი გადაიტანეთ. 

4. გახეხილი ვაშლების ნახევარი მშრალი ინგრედიენტების ფენაზე გადაიტანეთ.  

5. მოაყარეთ ვაშლებს მშრალი ინგრედიენტების ნარევის მესამედი და ამ ფენაზე დარჩენილი ვაშლები გადაიტანეთ. შემდეგი ფენა დარჩენილი მშრალი მასაა. 

6. ათქვიფეთ 300 გ რძე, 1 კვერცხი და 100 გ გამლღვარი კარაქი. მასა ღვეზელს დაასხით და დაჩხვლიტეთ.

7. მოამზადეთ დესერტი ღუმელში 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ მას კულინარიული ფუნჯით 30 გ რძე წაუსვით და დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 30 წუთით. 

8. მზა დესერტი სამი საათით ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ და შაქრის პუდრი მოაყარეთ. 

კომენტარი