შოკოლადის უგემრიელესი ტორტი, მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი

182

ინგრედიენტები:

მაცა (ცომის ფენები, იყიდება სუპერმარკეტებში)- 7 ცალი;

რძე- 1 ჭიქა;

რომი- 2 ჩ.კ.

კრემის ინგრედიენტები:

ნაღები- 2 ს.კ.

შოკოლადი- 3 ფილა;

კარაქი- 100 გრ.

მარილი- 1 მწიკვი;

ვანილი- 1 შეკვრა.

მომზადების წესი:

კრემისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ საშუალო ზომის ჯამში, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ. როდესაც ერთი მასა გახდება, გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად გააგრილეთ (შეგიძლიათ მცირე დროით მაცივარშიც შედგათ).

მაცას ფირფიტები რამდენიმე წუთი დაალბეთ ალკოჰოლი-რძის ნარევში, ხოლო შემდეგ ცოტა ხანს დააცადეთ გამოშრობა. თითოეულ ფენას წაუსვით კრემი (შეგიძლიათ ფენებს შორის მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი) და დაალაგეთ ერთმანეთზე.

ტორტს ზემოდან გადაუსვით დარჩენილი კრემი და რამდენიმე საათი მოათავსეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი