ქაშაყის უგემრიელესი სალათა, მარტივად და სწრაფად

29

ინგრედიენტები:

მარილიანი ქაშაყი- 1 ცალი;

კარტოფილი;

ხახვი;

სტაფილო;

კვერცხი;

მარილი, პილპილი, მაიონეზი.

მომზადების წესი:

კვერცხი, კარტოფილი, სტაფილო მოხარშეთ, გააგრილეთ და გაფრცქვენით.

ყველა ინგრედიენტი დაჭერით პატარა კუბიკებად.

ქაშაყი კარგად გაწმინდეთ და დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად.

ხახვი წვრილად დაჭერით.

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჯამში, დააყარეთ მარილი, პილპილი გემოვნებით და გააზავეთ მაიონეზით.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი