კარტოფილის სალათა კვერცხით

232

ინგრედიენტები:

კარტოფილი- 400 გრ.

კვერცხი- 4 ცალი;

მწვანე ხახვი- გემოვნებით;

წითელი ხახვი- 1/2 ცალი;

მდოგვი- 1/2 ჩ.კ.

მცენარეული ზეთი- 4 ს.კ.

მარილი, პილპილი- გემოვნებით.

მომზადების წესი:

კარტოფილი მოხარშეთ, გააგრილეთ და დაჭერით კუბიკებად.

კვერცხი მოხარშეთ, გაფრცქვენით და დაჭერით კუბიკებად.

წითელი ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად. მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით.

მცენარეული ზეთს დაუმატეთ მდოგვი და კარგად მოურიეთ.

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ სასალათე ჯამში, დააყარეთ მარილი, პილპილი გემოვნებით, დაუმატეთ მდოგვი-ზეთის ნარევი და კარგად მოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი