ძალიან გემრიელი წვნიანი ფრიკადელკებით და ოსპით

85

ინგრედიენტები:
– 1,5 ლ წყალი
– 400 გ პომიდორი საკუთარ წვენში
– 200 გ საქონლის ფარში
– 1,5 ც. ხახვი
– 70 გ ოსპი
– 5 ს/კ სოიოს სოუსი
– 4 ს/კ საფანელი
– მზესუმზირის ზეთი, მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. დააქუცმაცეთ ხახვი, სტაფილო გახეხეთ. შეწვით ტაფაში ჯერ ხახვი, შემდეგ დაამატეთ სტაფილო და მოშუშეთ 4 წუთის განმავლობაში. დაამატეთ 3 ს/კ სოიოს სოუსი. გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან 1 წუთში. 

2. ფარშს 2 ს/კ სოიოს სოუსი და საფანელი შეურიეთ. 0,5 ც. ხახვი გახეხეთ, ხორცს დაუმატეთ და მასას ფრიკადელკების ფორმა მიეცით. 

3. ხახვის და სტაფილოს ნარევს დაუმატეთ გაფცქვნილი პომიდორი წვენით. დაამატეთ ასევე წყალი და აადუღეთ. ამის შემდეგ ჩაყარეთ ფრიკადელკები წვნიანში და მოხარშეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.

4. წვნიანს ოსპი შეურიეთ და მოამზადეთ კიდევ 15 წუთი. როდესაც წვნიანი მზად იქნება, მას მარილი დაუმატეთ, ცეცხლიდან გადმოდგით, 10 წუთით დატოვეთ და დაამატეთ ასევე დაქუცმაცებული მწვანილი.  

კომენტარი