შარლოტა ვაშლით და ფქვილით

40

ინგრედიენტები:

ვაშლი (საშუალო ზომის)- 4-5 ცალი;

დარიჩინი- 1 ჩ.კ.

შაქარი- 1 ჭიქა;

მანანის ბურღული-1 ჭიქა;

კეფირი- 1 ჭიქა;

კარაქი ან მარგარინი- 100 გრ.

კვერცხი-  1 ცალი;

ხაჭო- 1 შეფუთვა (დაახლოებით 200 გრ.);

საფუარი ან ძმარში გარეული სოდა- 1 ჩ.კ.

მომზადების წესი:

ვაშლი გაფრცქვენით და დაჭერით კუბიკებად, ზემოდან დააყარეთ შაქარი.

კარაქი გაადნეთ, ცოტა გააგრილეთ, დაუმატეთ მანანის ბურღული, კვერცხი, კეფირი, კარგად მოურიეთ და დატოვეთ 10 წუთი.

მასას ასევე დაუმატეთ ხაჭო (დაბლენდერებული), საფუარი და დაასხით ვაშლს.

საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, მოაფრქვიეთ საფანელი და მასზე გადაიტანეთ ცომი.

ღვეზელი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 30-40 წუთი.

შენიშვნა: კეფირის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟანი. ვაშლი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მსხლით ან ალუბლით.

ცომს შეგიძლიათ დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი ან ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი