უგემრიელესი სალათა, სულ რაღაც 5 წუთში

339

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე (მოხარშული)- 500 გრ.

ქამა სოკო- 230 გრ.

დაკონსერვებული ანანასი- 250 გრ.

ნიგოზი- ერთი მუჭა (150 გრ);

მაგარი ყველი – 100 გრ.

მაიონეზი (მაღალი ხარისხის)- 150- 200 გრ.

მომზადების წესი:

ქათმის ფილე მოხარშეთ, გააგრილეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

დაკონსერვებული სოკო გადაიტანეთ საწურზე, გაამშრალეთ სამზარეულოს ქაღალდით.

იმავე მეთოდით გამოაშრეთ ანანასიც.

ნიგოზი მსუბუქად შეწვით მიკროტალღურ ღუმელში ან ტაფაზე, ხოლო შემდეგ წვრილად დაჭერით.

ინგრედიენტები მოათავსეთ ჯამში და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ მაიონეზი და გააგრძელეთ მორევა.

სალათას ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და გააფორმეთ ნიგვზით.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი