ღვეზელი ყველით, უმარტივესი რეცეპტი

372

ინგრედიენტები:

ხორბლის ფქვილი- 1,5 ჭიქა;

კვერცხი- 3 ცალი;

არაჟანი- 1,5 ჭიქა;

მცენარეული ზეთი- 3 ს.კ.

მარილი- გემოვნებით;

სოდა- 0,5 ჩ.კ.

ძმარი-0,5 ჩ.კ.

მაგარი ყველი- 150 გრ.

მომზადების წესი:

კვერცხი ათქვიფეთ სათქვეფით, დაუმატეთ არაჟანი, დაასხით ზეთი და კარგად მოურიეთ.

ნარევს დაამატეთ მშრალი ინგრედიენტები: ხორბლის ფქვილი, მარილი, სოდა (ლიმონით ან ძმრით ჩამქრალი).

საცხობ ფორმაში ჩაასხით ნახევარი ცომი, შემდეგ გახეხილი ყველი და დაფარეთ დარჩენილი ცომით.

ღვეზელი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი