ჰაეროვანი რძიანი კრემი ტორტებისთვის და ნამცხვრებისთვის

290

ინგრედიენტები:

რძე- 400 გრ.

არაჟანი (35%)- 400 მლ.

შედედებული რძე- 100 მლ.

კვერცხის გული- 3 ცალი;

ფქვილი ან სახამებელი- 5 ს.კ.

შაქარი- 80 გრ.

კარაქი- 100 გრ.

ვანილის ესენცია.

მომზადების წესი:

დაბალ ცეცხლზე დადგით ერთ ჯამში მოთავსებული რძე, არაჟანი და შედედებული რძე. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან ერთად.

ერთი ჭიქა ცხელი რძე დაუმატეთ ფქვილს (ან სახამებელს), ეს ნარევი დაამატეთ კვერცხის ნარევს და კარგად მოურიეთ, რათა ბურთულები არ შეიკრას.

როდესაც რძის ნარევი ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ კვერცხის ნარევს და კარგად მოურიეთ.

მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და არ შეაჩეროთ მორევა, სანამ კრემი არ შესქელდება, ხოლო შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ვანილის ესენცია და დატოვეთ გასაგრილებლად.

როდესაც კრემი გაგრილდება ოთახის ტემპერატურაზე, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი და მოურიეთ 2-3 წუთი (ერთი მასის მიღებამდე).

კომენტარი