მარტივად მოსამზადებელი ლიმონის ღვეზელი

64

საჭირო ინგრედიენტები:
– 500 გ ფენოვანი ცომი
– 1 ც. ლიმონი
– 1 ჭიქა შაქარი
– 1 ჩ/კ სახამებელი
– 1 კვერცხის გული

მომზადების წესი:

1. ფენოვანი ცომი ორ ნაწილად გაჭერით. ყოველი ნაჭერი ცოტათი გააბრტყელეთ. ცომის ერთი ნაწილი ცეცხლგამძლე ცხობის ფორმაში გადაიტანეთ (ფორმას წინასწარ კარაქი წაუსვით). 

2. ბლენდერში დააქუცმაცეთ ლიმონი (კურკების გარეშე), დაამატეთ შაქარი და სახამებელი. მიღებული შიგთავსი ცომს დაასხით. 

3. დარჩენილი ცომი ჩანგლით დაჩხვლიტეთ და ლიმონის მასაზე გადაიტანეთ. 

4. წაუსვით ღვეზელს ათქვეფილი კვერცხის გული და მოამზადეთ დესერტი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი