გემრიელი სალათა, რომლის მომზადება ძალიან მარტივია!

224

საჭირო ინგრედიენტები:
– 2 ც. კარტოფილი
– 0,5 ც. სტაფილო
– 4 ც. მჟავე კიტრი
– 1 ც. ხახვი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– 150 გ ინდაურის, ან ქათმის ხორცი (შებოლილი)
– 1 ჩ/კ მდოგვი 
– 30 გ მაიონეზი
– 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
– 60 გ ნაღების ყველი
– 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
– 0,5 ჩ/კ ლიმონის ცედრა
– 1 ჩ/კ მწვანილი 

მომზადების წესი:

1. კარტოფილი და სტაფილო მოხარშეთ, გაფცქვენით და კუბიკებად დაჭერით ხახვთან, კიტრთან და ხორცთან ერთად. შეურიეთ ერთმანეთს ეს ინგრედიენტები.  

2. დაამატეთ მდოგვი, მარილი და შავი პილპილი. შეურიეთ ერთმანეთს ნაღების ყველი, ლიმონის წვენი, დაქუცმაცებული მწვანილი, ცედრა, მაიონეზი და ზეთი- სოუსი მზადაა. 

3. სალათას სოუსი შეურიეთ- გემრიელი და ნოყიერია.

კომენტარი