ტაფაზე მომზადებული ხახვის ღვეზელი

55

ინგრედიენტები:
– 3 ც. ხახვი
– 4 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– 2 კვერცხი
– 200 მლ რძე
– 2 ს/კ არაჟანი
– 0,5 ჩ/კ სოდა
– 200 გ ხორბლის ფქვილი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– 1 ჩ/კ შაქარი

მომზადების წესი:

1. გაფცქვენით, მრგვალად დაჭერით ხახვი და შეწვით ზეთში. დაამატეთ მარილი, შაქარი და შავი პილპილი. მზა ხახვი თეფშზე გადაიტანეთ. 

2. 2 კვერცხს მარილი, რძე და არაჟანი შეურიეთ. მასა ათქვიფეთ. ფქვილს (გაცრა აუცილებელია) სოდა შეურიეთ და კვერცხის ნარევს დაუმატეთ. 

3. ტაფაში ცოტა ზეთი გააცხელეთ და მას ცომის ნახევარი დაასხით. ცომის ფენაზე შიგთავსი გადაიტანეთ და დარჩენილი ცომი დაასხით. მოამზადეთ ღვეზელი თავსახურის ქვეშ საშუალო ცეცხლზე. როდესაც ღვეზელი ერთი მხრიდან მზად იქნება, ის გადმოაბრუნეთ და მოამზადეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი