ფორთოხლის უგემრიელესი ორცხობილა მანანის ბურღულით

89

ინგრედიენტები:

მანანის ბურღული- 1 ჭიქა;

კარაქი- 50 გრ.

შაქარი- 1 ს.კ.

თაფლი- 1 ს.კ.

ხორბლის ფქვილი- 1 ს.კ.

ფორთოხლის წვენი- 2 ს.კ.

ფოთოხალი- 1 ცალი.

მომზადების წესი:

საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ დარბილებული კარაქი, თაფლი, შაქარი და კარგად მოურიეთ, ხოლო შემდეგ ქვაბი გადაიტანეთ დაბალ ცეცხლზე და ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე. მდუღარე მასა გადმოდგით გაზქურიდან, დაუმატეთ ფქვილი, ფორთოხლის წვენი და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.

ფორთოხალი გაფრცვენით, დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად, დაუმატეთ მიღებულ მასას და მოურიეთ.

მასას ასევე დაუმატეთ მანანის ბურღული და გააგრძელეთ მორევა.

საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და  მასზე ორცხობილას ცომი პატარა გუნდებად კოვზით გაანაწილეთ, ხოლო შემდეგ გამოაცხვეთ  180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 10-15 წუთი.

გამზადებული ფორთოხლის ორცხობილა გააგრილეთ და მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი