6 ნიშანი, რომ პარტნიორი თქვენი ერთგულია

83

უდავოა, ადამიანები ყოველთვის გრძნობენ, თუ როდის არის პარტნიორი ერთგული და როდის არა, თუმცა, სამწუხაროდ ბევრს არ შეუძლია შეამჩნიოს გარკვეული ნიშნები.

როდესაც იქნებით იმ ადამიანთან, რომელიც ნამდვილად თქვენი ერთგულია, ის თავს გაგრძნობინებთ უსაფრთხოდ და დაგაფასებთ ისე, რომ თავი განსაკუთრებულ ადამიანად იგრძნოთ.

მნიშვნელოვანია ანგარიში გაუწიოთ იმ ადამიანს, ვისაც ნამდვილად უყვარხართ და თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ მასთან ყოფნა აზრს კარგავს.

და აი, რამდენიმე მინიშნება, რომლებიც მიუთითებს, რომ პარტნიორი  თქვენზე ზრუნავს. თუ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი რეალობას შეესაბამება, შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ, რომ მეორე ნახევარი თქვენი ერთგულია.

მეორე ნახევარი საოცრად გულუხვია თქვენს მიმართ

თქვენ ერთმანეთზე ზრუნავთ. ის ხელგაშლილია, როდესაც რაიმე გჭირდებათ.

არ არის აუცილებელი მისი წინასწარ გაფრთხილება, თუ რაიმე გჭირდებათ. ის ბედნიერია, როცა გეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში.

პარტნიორი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს

თუ მეორე ნახევარი გეუბნებათ, რომ ის ამას გააკეთებს, შეხსენება საჭირო არ უნდა გახდეს.

პარტნიორი ყოველთვის გულახდილია თქვენს მიმართ

როდესაც მეორე ნახევარი გულახდილია, ეჭვი არ უნდა გაგიჩნდეთ მის ერთგულებაში. ამიტომ, შეგიძლიათ ერთმანეთს ენდოთ.

თქვენი მეორე ნახევარი არაფერს გიმალავთ

თუ პარტნიორი ყველაზე უმნიშნველოსაც კი გიმალავთ, ეს “წითელი დროშის” მანიშნებელია- შესაძლოა ის გაცილებით სერიოზულ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდეს.

როდესაც მას აღარ სურს თქვენთან ერთად დროის გატარება, ჩნდება კითხვა, ვისზე ხარჯავს ამ დროს.

თქვენი პარტნიორი არ “მისტირის” წარსულ ურთიერთობებს

როდესაც ხვდებით არა ერთგულ ადამიანს, ის შეპყრობილია ან ზედმეტად დაინტერესებულია თავისი ყოფილების ცხოვრებით. არ არის სასურველი იყოთ ისეთ ადამიანთან, ვინც ვერ ივიწყებს წარსულს.

თუ პარტნიორს არ სურს თქვენთან ერთად მომავლის აწყობა, ის არ იმსახურებს თქვენს ყურადღებას. არ მისცეთ უფლება გამოგიყენოთ, რათა სიცარიელე შეივსოს.

მეორე ნახევარი პატივს სცემს თქვენს საზღვრებს

ადამიანმა, რომელსაც ხვდებით, პატივი უნდა სცეს თქვენს საზღვრებს. თუ დროს ატარებთ ისეთ გარემოცვაში, რომლებიც პატივს არ გცემენ, მზად იყავით სერიოზული იმედგაცრუებისთვის.

თუ თქვენს პარტნიორს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ახასიათებს, ის ერთგულია და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება.

კომენტარი