სააღდგომო დესერტი, რომლის გემო ყველას მოეწონება!

355

ინგრედიენტები:
– 3 კვერცხი
– 20 მლ მზესუმზირის ზეთი
– 70 გ ნაღების კარაქი
– 1 ჭიქა შაქარი
– 1 მწიკვი მარილი
– 5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
– 12 გ საფუარი
– 70 გ ქიშმიში
– 50 გ ცუკატები
– 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
– 1 ჩ/კ დარიჩინი
– 1 ჭიქა რძე

მომზადების წესი:

1. გახსენით საფუარი თბილ რძეში. დაამატეთ 1 ს/კ შაქარი და 2,5 ჭიქა ფქვილი. მასას სამზარეულოს პირსახოცი დააფარეთ და დატოვეთ თბილ ადგილას 1-1,5 საათით. 

2. შეურიეთ ერთმანეთს 2 კვერცხი და დარჩენილი შაქარი. დაამატეთ მარილი და მასას მოურიეთ.

3. გაალღვეთ 50 გ ნაღების კარაქი და მას ოთახის ტემპერატურამდე გაცივება აცადეთ. 

4. კვერცხის ნარევი საფუარის მასას დაუმატეთ. ინგრედიენტებს დარჩენილი ფქვილი შეურიეთ. დაამატეთ ასევე გამლღვარი კარაქი და მიღებული ცომი დატოვეთ თბილ ადგილას კიდევ 1,5-2 საათით. 

5. ქიშმიშს წყალი გადაავლეთ და გააშრეთ. გაალღვეთ დარჩენილი კარაქი. განაცალკევეთ ერთმანეთისგან 1 კვერცხის გული და ცილა.

6. ცომი 0,5 სმ-მდე გააბრტყელეთ, მას კარაქი წაუსვით. გადაიტანეთ ცომზე ქიშმიში, ცუკატები. მოაყარეთ დარიჩინი და ვანილის შაქარი. ცომს რულეტის ფორმა მიეცით და შეაერთეთ ისე, რომ მრგვალი ფორმა მიიღოთ.

7. ჟარონას ზეთი წაუსვით, მასზე რულეტი გადაიტანეთ და ათქვეფილი კვერცხის ცილა წაუსვით. კულინარიული მაკრატლის დახმარებით ცომი გაჭერით ისე, როგორც სურათზე ჩანს. დატოვეთ მომავალი დესერტი თბილ ადგილას კიდევ 20 წუთით.

8. გამოაცხვეთ დესერტი 20-25 წუთის განმავლობაში 190-200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. 

9. მზა დესერტს მინანქარი წაუსვით, გამლღვარი შოკოლადი დაასხით, ან შაქრის პუდრი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!

კომენტარი