როგორ მოვამზადოთ კვერცხის სალათა? ორი მარტივი რეცეპტი

80

რეცეპტი №1

ამერიკული სალათა

ინგრედიენტები
– 3 კვერცხი
– 1/2 კონა მწვანე ხახვი
– 1 კონა კამა
– დიჟონის მდოგვი, პაპრიკა, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
– 1 ც. მჟავე კიტრი
– 1 ს/კ მაიონეზი

მომზადების წესი:

3 კვერცხი მოხარშეთ და დაჭერით კუბიკებად კიტრთან ერთად. ინგრედიენტებს დაქუცმაცებული მწვანილი, პაპრიკა, მარილი და მაიონეზი შეურიეთ. სალათა მზადაა.

რეცეპტი №2

ინგრედიენტები
– 3 მოხარშული კვერცხი
– 3 ც. მდნარი ყველი
– 4 კბილი ნიორი
– მაიონეზი გემოვნებით

მომზადების წესი:

გახეხეთ 3 კვერცხი და მდნარი ყველი. დაჭყლიტეთ ნიორი. შეურიეთ ერთმანეთს ეს ინგრედიენტები. დაამატეთ მაიონეზი. მიირთვით ტოსტებთან ერთად.

კომენტარი