ჩეხური ტორტი ხაჭოს კრემით- უგემრიელესი დესერტის რეცეპტი

100

ინგრედიენტები:
– 500 გ ხაჭო
– 3,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
– 1 ჩ/კ სოდა
– 350 გ ნაღების კარაქი
– 10 ს/კ შაქარი
– 5 კვერცხი
– 1 ჭიქა რძე
– 6 ს/კ თაფლი
– 2 შეფუთვა ვანილის პუდინგი
– 200 მლ ნაღები (ცხიმიანობა 30%)
– 150 გ რძიანი შოკოლადი
– 1,5 ჩ/კ ჟელატინი

მომზადების წესი:

1. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, სოდა, 4 ს/კ შაქარი, 100 გ ნაღების კარაქი, 2 კვერცხი, 0,5 ჭიქა რძე და 6 ს/კ თაფლი. მოზილეთ ცომი და სამ ნაწილად გაჭერით. 

2. ცომის ყოველი ნაჭერი გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ კორჟები 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში. მზა კორჟი ოქროსფერი უნდა იყოს.

3. ხაჭო ბლენდერით ათქვიფეთ. დაამატეთ კარაქი, შაქარი და მასა რამდენიმე წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე მოხარშეთ. მასას პერიოდულად მოურიეთ.

4. პუდინგი დარჩენილ რძეში გახსენით და 3 ათქვეფილ კვერცხს შეურიეთ. მიღებული მასა ხაჭოს კრემს შეურიეთ და აადუღეთ. ადუღების შემდეგ კრემი 10 წუთის განმავლობაში მოხარშეთ (მომზადების პროცესის დროს კრემს მოურიეთ). 

5. კორჟებს კრემი წაუსვით და ტორტი ააწყვეთ. 

6. ჟელატინს წყალი დაასხით და ცოტა ხნით დატოვეთ. ქვაბში გადაასხით ნაღები, დაამატეთ შოკოლადის ნაჭრები და გაათბეთ, სანამ შოკოლადი არ დადნება. შემდეგ, დაამატეთ ჟელატინი და მასას მოურიეთ. 

7. მიღებული მინანქარი ტორტს დაასხით და ჩადეთ მაცივარში რამდენიმე საათით.

კომენტარი