უგემრიელესი ტორტის რეცეპტი- თითებს ჩაიკვნეტთ!

123

ინგრედიენტები:
– 500 გ ხორბლის ფქვილი
– 200 გ შაქარი
– 2 კვერცხი
– 4-5 ს/კ თაფლი 
– 300 გ ნაღების კარაქი
– 2 ჩ/კ სოდა
– 400 გ მოხარშული შესქელებული რძე

მომზადების წესი:

1. ათქვიფეთ 2 კვერცხი და შაქარი. თაფლი და 100 გ კარაქი გაალღვეთ და მოხარშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, დაამატეთ სოდა და მოხარშეთ ნარევი სანამ ის კარამელისფერი არ გახდება. ამის შემდეგ, მასა ცეცხლიდან გადმოდგით, გაცივება აცადეთ და კვერცხის მასა დაამატეთ.

2. დაამატეთ ასევე ფქვილი, მოზილეთ ცომი და 8 ნაწილად გაჭერით. ყოველი ნაჭერი გააბრტყელეთ, მრგვალი ფორმა მიეცით და გამოაცხვეთ 5 წუთის განმავლობაში 170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. ყველა კორჟი ერთი ზომის უნდა იყოს- კორჟების ზედმეტი ნაჭრები დააქუცმაცეთ.

3. შესქელებულ რძეს დარჩენილი კარაქი შეურიეთ და მასა ათქვიფეთ. ყოველ კორჟს კრემი წაუსვით და ტორტი ააწყვეთ. კრემი უკანასკნელ კორჟსაც წაუსვით და კორჟების ნამცეცები მოაყარეთ.

კომენტარი