გემრიელი და სასარგებლო დიეტური ზეფირი

32

ინგრედიენტები:

ვაშლი- 779 გრ.

კვერცხის ცილა- 181 გრ.

თაფლი- 1 ს.კ.

ჟელატინი- 20 გრ.

მომზადების წესი:

ვაშლი გაფრცქვენით, მოაშორეთ გულსართი და დაჭერით წვრილად, შემდეგ გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 15 წუთი.

ჯამში ჩაასხით ადუღებული გაციებული წყალი, დაუმატეთ ჟელატინი და დატოვეთ 10 წუთი.

კვერცხის ცილა ათქვიფეთ ქაფის წარმოქმნამდე.

ცხელი ვაშლის ნაჭრები გადაიტანეთ ბლენდერის ჭიქაში და დააბლენდერეთ ერთი მასის მიღებამდე.

დაბლენდერებულ ცხელი ვაშლის პიურეს დაუმატეთ აფუებული ჟელატინი.

ათქვეფილ კვერცხის ცილას, სამ ეტაპად, ფრთხილად დაუმატეთ ვაშლის მასა, თაფლი და კარგად მოურიეთ.

საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და გამზადებული ზეფირის მასა გადაიტანეთ მასზე სასურველ ფორმებად.

ზეფირი 15 წუთი მოათავსეთ საყინულეში, ხოლო შემდეგ გადაიტანეთ მაცივარში 4 საათი.

კომენტარი