უგემრიელესი სალათა “მელნიკი”

102

ინგრედიენტები:

ხის ან ქამა სოკო- 300 გრ.

სტაფილო- 4 ცალი;

ყველი- 200 გრ.

მარინადის კიტრი- 2 ცალი;

ხორცი (ნებისმირი)- 300 გრ.

კვერცხი- 4 ცალი;

მაიონეზი- 300 გრ.

მომზადების წესი:

სტაფილო მოხარშეთ, გააგრილეთ, გაფრცქვენით და მსხვილად გახეხეთ.

კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ, გაფრცქვენით და მსხვილად გახეხეთ.

ხორცი მოხარშეთ მარილიან წყალში და დაჭერით საშუალო ზომაზე.

სოკო დაჭერით წვრილად.

სალათა გააკეთეთ ფენებად (ყოველ ფენას წაუსვით მაიონეზი): სოკო, სტაფილო, ყველი, კიტრის მარინადი, ხორცი, კვერცხი.

სალათას გასაფორმებლად ზემოდან მოაყარეთ დაფშვნილი კვერცხის გული. ასევე, შეგიძლიათ გააფორმოთ ქამა სოკოს ნაჭრებითა და ფირფიტებად დაჭრილი კვერცხით.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი