ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი ქათმის ხორცით

91

ინგრედიენტები:
– 4 ც. ქათმის ბარკალი
– 800 გ კარტოფილი
– 600 მლ კეფირი
– 4 კბილი ნიორი
– 5 ც. პომიდორი ჩერი
– 50 მლ ზეითუნის ზეთი
– ხმელი სუნელი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
 
1. 2 კბილი ნიორი დაჭყლიტეთ და შეურიეთ კეფირს. დაამატეთ ასევე ხმელი სუნელი, მარილი და შავი პილპილი. გადაიტანეთ ქათმის ბარკლები ამ მარინადში და 15-20 წუთით დატოვეთ.

2. კარტოფილი გაფცქვენით, ნაჭრებად დაჭერით, ზეთი დაასხით, სანელებლები მოაყარეთ და ცხობის ფორმაში გადაიტანეთ. 

3. კარტოფილზე დააწყვეთ ოთხ ნაწილად გაჭრილი პომიდვრები, დარჩენილი ნიორი და ქათმის ნაჭრები- ინგრედიენტებს დარჩენილი მარინადი დაასხით. 

4. გამოაცხვეთ კერძი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი