უგემრიელესი საგაზაფხულო სალათა

104

ინგრედიენტები:

ქორფა კიტრი- 1 ცალი;

კვერცხი- 3 ცალი;

დაკონსერვებული ბარდა- პატარა ქილა;

ყველი- 50 გრ.

მწვანილი;

მარილი, პილპილი;

სახლში დამზადებული მაიონეზი.

მომზადების წესი:

კიტრი კარგად გარეცხეთ და დაჭერით გრძელ ნაჭრებად.

კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ და დაჭერით კუბიკებად.

გარეცხილი მწვანილი წვრილად დაჭერით. ყველი გახეხეთ.

გამზადებული ინგრედიენტები მოათავსეთ ერთ ჯამში.

სალათას დაუმატეთ ბარდა, მარილი, პილპილი და გააზავეთ მაიონეზით. კარგად მოურიეთ და მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი