შოკოლადის ნამცხვარი მანანის  ბურღულით

92

ინგრედიენტები:

მანანის ბურღული- 1 ჭიქა;

არაჟანი- 1 ჭიქა;

შაქარი- ნახევარი ჭიქა;

კვერცხი- 3 ცალი;

კაკაო- 2 ს.კ.

სოდა- მწიკვი.

მინანქრისთვის:

რძიანი შოკოლადი- 1 ფილა;

რძე- 3 ს.კ.

მომზადების წესი:

3 კვერცხს დაუმატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და ათქვიფეთ. ნარევს დაუმატეთ რამდენიმე ს.კ. კაკაო, მწიკვი სოდა და ერთი ჭიქა არაჟანი (20%). ინგრედიენტებს კარგად მოურიეთ, დაუმატეთ 1 ჭიქა მანანის ბურღული და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.

მასა ჩაასხით საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ აირღუმელში ან მიკროტალღურ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე, 40 წუთი.

როგორც კი ბისკვიტი გამოცხვება გადაიტანეთ სინზე და ცხელ მდგომარეობაში გაჟღინთეთ ცოტა რძით (რძე დაასხით კოვზით მთელ ბისკვიტს, დასჭირდება დაახლოებით ნახევარი ჭიქა).

გააკეთეთ მინანქარი: 1 შეკვრა რძიანი შოკოლადი (დანამატების გარეშე) გატეხეთ, დაუმატეთ 3 ს.კ. რძე და გაადნეთ წყლის ორთქლზე ან ერთი წუთი მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში.

მიღებულ მინანქარს კარგად მოურიეთ და  მთლიანად დაასხით ნამცხვარს.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი