ღუმელში მომზადებული ქათმის ბარკლები არაჟნით

135

საჭირო ინგრედიენტები:
– 600 გ ქათმის ბარკლები
– 0,5 კონა კამა
– 2-3 კბილი ნიორი
– 2-3 ს/კ არაჟანი
– მარილი, შავი პილპილი, მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ქათმის ბარკლებს მარილი, შავი პილპილი, არაჟანი, დაქუცმაცებული ნიორი და მწვანილი დაუმატეთ. ინგრედიენტებს მოურიეთ და დატოვეთ ნახევარი საათით. 

2. ცხობის ფორმას კარაქი წაუსვით და მასში ბარკლები გადაიტანეთ. 

3. გამოაცხვეთ კერძი 40-50 წუთის განმავლობაში 200 °С- მდე გაცხელებულ ღუმელში. 

კომენტარი