სამარხვო ორცხობილა ნიგვზით- მარტივად მოსამზადებელი დესერტის რეცეპტი

174

საჭირო ინგრედიენტები:
– 200 გ ხორბლის ფქვილი
– 70 გ სახამებელი
– 100 მლ წყალი
– 70 გ მზესუმზირის ზეთი
– 4-6 ს/კ შაქარი
– 1 მწიკვი მარილი
– 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
– 100 გ ნიგოზი

მომზადების წესი:

1. ფქვილს (გაცრა აუცილებელია) სახამებელი, 2-3 ს/კ შაქარი და 1 მწიკვი მარილი დაუმატეთ. ინგრედიენტებს ზეთი და წყალი შეურიეთ. მოზილეთ რბილი, ელასტიური ცომი. 

2. ცომი 5 მმ-მდე გააბრტყელეთ. 

3. ნიგოზი ბლენდერში დააქუცმაცეთ და დარჩენილ შაქარს შეურიეთ. მიღებული შიგთავსი ცომს მოაყარეთ და მას რულეტის ფორმა მიეცით. მიღებული რულეტი პორციულ ნაჭრებად გაჭერით. 

4. ნაჭრები ჟარონაზე, პერგამენტის ქაღალდზე გადაიტანეთ. გამოაცხვეთ დესერტი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.  

კომენტარი