ფენოვანი ნამცხვარი “ენა” მარტივად და სწრაფად

1537

ინგრედიენტები:

წყალი- 1 ჭიქა;

ფქვილი- 3 ჭიქა+ 2 ს.კ.

მარილი- 1 ჩ.კ.

კვერცხი- 1 ცალი;

ლიმონის წვენი- რამდენიმე წვეთი;

კარაქი- 250 გრ.

მომზადების წესი:

ფქვილს დაუმატეთ წყალი, მარილი, კვერცხი და რამდენიმე წვეთი ლიმონი. მიღებული ნარევით გააკეთეთ ცომი.

დარბილებულ კარაქს დაუმატეთ 2 ს.კ. ფქვილი, მასა გადაიტანეთ გაბრტყელებულ ცომზე და შეახვიეთ კონვერტის ფორმაზე, ხოლო შემდეგ შეახვიეთ სამზარეულოს ხელსახოცში და 20 წუთი მოათავსეთ მაცივარში.

დროის გასვლის შემდეგ ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, გააბრტყელეთ (მხოლოდ ერთი მიმართულებით), ისევ გააკეთეთ კონვერტი და მოათავსეთ მაცივარში 15 წუთი (პროცედურა გაიმეორეთ კიდევ ერთხელ).

გააკეთეთ ფენოვანი “ენა”- ცომი გააბრტყელეთ (1 სმ. სიგრძეზე) და დაჭერით მართკუთხა ნაჭრებად, ყოველ ნაჭერს მოაყარეთ შაქარი.

ცეცხლგამძლე ფორმა დანამეთ წყლით, მასზე გაანაწილეთ ფენოვანი ნაჭრები და გამოაცხვეთ 200-220 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში მომზადებამდე.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი