გამომცხვარი კარტოფილი სოკოთი და ყველით

111

ინგრედიენტები:

მოხარშული კარტოფილი- 4 ცალი;

ქამა სოკო- 200 გრ.

ხახვი- 2 ცალი;

მაიონეზი- 2 ს.კ.

ყველი- 100 გრ.

მომზადების წესი:

მოხარშული კარტოფილი გაჭერით შუაში, თითოეულ მათგანს გაუკეთეთ ღრმული.

სოკო შეწვით, დაუმატეთ ხახვი, მაიონეზი, სუნელი და კარგად მოურიეთ. მიღებული გულსართი სუფრის კოვზით გადაიტანეთ კარტოფილის ღრმულებში, ხოლო ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და 15 წუთი გამოაცხვეთ 170 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი