იტალიური სალათა ლორით ყველით და ბოსტნეულით

48

ინგრედიენტები:

ლორი- 300 გრ.

პომიდორი- 2 ცალი;

ბულგარული წიწაკა- 2 ს.კ.

მაკარონი- 400 გრ.

დაკონსერვებული სიმინდი- 300 გრ.

ყველი- 200 გრ.

მაიონეზი- გემოვნებით.

მომზადების წესი:

მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში, წყალი გადაუღვარეთ და დატოვეთ გასაგრილებლად.

პომიდორი და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად, ლორი- წვრილ ნაჭრებად.

ყველი გახეხეთ მსხვილად.

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჯამში, გააზავეთ მაიონეზით და კარგად მოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი