ამ ნაყენის დახმარებით დაივიწყებთ ჩამოკიდებულ მუცელს (დიეტური ნარევი მიიღეთ საუზმის დროს)

107

საოცრად ნოყიერი, სასარგებლო და დიეტური საუზმე. ის შეიცავს უამრავ ვიტამინს და მინერალს, რომელიც აუცილებელია თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად  და ჯანმრთელი სახის ფერის შესანარჩუნებლად.

ნარევი ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აუმჯობესებს იმუნიტეტს და წმენდს ღვიძლს.

ინგრედიენტები დიეტური ნაყენისთვის:

შავი ქლიავი- 5-7 ცალი;

შვრიის ფანტელი- 2 ს.კ.

კეფირი/ უცხიმო იოგურტი- 2 ს.კ.

სელის ყვავილოვანი ზეთი- 1 ჩ.კ.

მომზადების წესი:

ეს საუზმე მოამზადეთ საღამოს, რათა დილით მიირთვათ- შავ ქლიავს დაასხით 100 მლ. მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10-15 წუთი.

ცალკე ჯამში მოათავსეთ კაკაო, სელის ზეთი და შვრიის ფანტელი. ნარევს დაუმატეთ ერთი ჭიქა კეფირი და კარგად მოურიეთ.

შავი ქლიავი დაჭერით და დაუმატეთ გამზადებულ მასას, ხოლო შემდეგ კარგად მოურიეთ და მთელი ღამით გააჩერეთ მაცივარში.

მომდევნო დილას შეგიძლიათ ისიამოვნოთ დიეტური, ჯანმრთელი და ამავე დროს ნოყიერი საუზმით.

კომენტარი