ბლინების რეცეპტი, რომელიც ბევრს გამოადგება!

459

თუ ბლინები სახლში მხოლოდ თქვენ გიყვართ და არ გაქვთ არანაირი სურვილი გაატაროთ ბევრი დრო სამზარეულოში, ეს რეცეპტი გამოგადგებათ. ამ ინგრედიენტებისგან 5-6 ბლინი გამოგივათ.

საჭირო ინგრედიენტები:
– 80 გ ფქვილი
– 1 კვერცხი
– 100 მლ რძე
– 2 ჩ/კ გ შაქარი
– 1 მწიკვი მარილი
– 20 გ ნაღების კარაქი

მომზადების წესი:

1. რძეს ერთი კვერცხი შეურიეთ, დაამატეთ მარილი და შაქარი.

2. მიღებულ მასას ფქვილი შეურიეთ. თუ ცომის კონსისტენცია ზედმეტად სქელია, დაამატეთ რძე.

3. ტაფას კარაქი წაუსვით და შეწვით ბლინები ორივე მხრიდან.

კომენტარი