უგემრიელესი ჩახოხბილის რეცეპტი

122

ინგრედიენტები:
– 1 ც. ქათამი 
– 1 ც. ხახვი
– 4 ც. კანგაცლილი დაქუცმაცებული პომიდორი, ან 400 გ პომიდორი საკუთარ წვენში
– 2 კბილი ნიორი
– 1 კონა ქინძი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ქათამი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და პორციულ ნაჭრებად დაჭერით. შეწვით ხორცი ორივე მხრიდან მაღალ ცეცხლზე (ტაფას ცოტა ზეთი დაასხით)- ხორცი ოქროსფერი უნდა გახდეს.

ხახვი გაფცქვენით, შუაზე გაჭერით და მრგვალად დაჭერით. 

ხახვი ქათამზე გადაიტანეთ და ტაფას თავსახური დააფარეთ. მოშუშეთ ინგრედიენტები დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე.

ხორცს პომიდვრის მასა შეურიეთ. დაამატეთ ასევე მარილი, ტაფას თავსახური დააფარეთ და მოამზადეთ კიდევ 15-20 წუთი ქათმის მომზადებამდე. 

5. მწვანილი და ნიორი დააქუცმაცეთ- ინგრედიენტები მზა კერძს მოაყარეთ.

კომენტარი