ვანილის ფუნთუშები, არომატული და გემრიელი

122

ინგრედიენტები:

რძე- 200 მლ.

შაქარი- 2 ს.კ.

მარილი- 1 ჩ.კ.

კარაქი ან მცენარეული ზეთი- 20 გრ.

ფქვილი- 300 გრ.

ვანილის ფხვნილი – მოსაფრქვევად;

კვერცხი (ფუნთუშებზე წასასმელად)- 1 ცალი.

მომზადების წესი:

რძე გაათბეთ, დაუმატეთ საფუარი, 1 ჩ.კ. შაქარი და რძე. ნარევი გააჩერეთ 10-15 წუთი, რათა საფუარმა იმოქმედოს.

დროის გასვლის შემდეგ რძე-საფუარის ნარევი დაუმატეთ ფქვილს. ასევე, დაამატეთ დარჩენილი შაქარი, მარილი, რძე და გააკეთეთ ცომი, ბოლოს დაუმატეთ კარაქი და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.

უნდა გამოვიდეს რბილი და ელასტიური ცომი, რომელიც არ ეკრობა ხელს.

ცომი მოათავსეთ თბილ ადგილას ერთი საათი, ხოლო შემდეგ ისევ მოზილეთ.

ცომი გაყავით  პატარა ზომის ბურთულებად და გააკეთეთ ფუნთუშები.

თითოეულ ბურთულაზე დანით ზემოდან გააკეთეთ ჭრილი (ცომი ბოლომდე არ ჩაჭრათ) და დატოვეთ 15 წუთი.

ბურთულებს გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და ზემოდან მოაყარეთ ვანილის ფხვნილი.

ფუნთუშები გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 20-25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი