პურის ალტერნატივა იტალიური რეცეპტით- არომატული და გემრიელია!

209

ინგრედიენტები:
– 300 გ ფქვილი
– 180 მლ წყალი
– 1/2 ჩ/კ საფუარი
– 3-4 ს/კ ზეითუნის ზეთი
– 1/2 ჩ/კ მარილი
– როზმარინი გემოვნებით
– ზღვის მარილი გემოვნებით
– დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით
– მზესუმზირის ზეთი ჟარონაზე წასასმელად

მომზადების წესი:

1. ფქვილს საფუარი და ჩვეულებრივი მარილი შეურიეთ. 

2. დაამატეთ წყალი და მოზილეთ ცომი.

3. დაამატეთ ასევე ზეითუნის ზეთი და მოზილეთ ცომი 5 წუთის განმავლობაში.

4. ცომს საკვების შესაფუთი პოლიეთილენი დააფარეთ და 2 საათით დატოვეთ. 

5. ცომი 10 ნაწილად გაჭერით, ნაჭრებს ბურთის ფორმა მიეცით, პირსახოცი დააფარეთ და 10 წუთით დატოვეთ. ამის შემდეგ ცომი გააბრტყელეთ- ის ოვალური ფორმის უნდა იყოს. ცომს ზეითუნის ზეთი წაუსვით. 

6. გადაიტანეთ ცომი ჟარონაზე (ჟარონას წინასწარ ზეთი წაუსვით და ცოტა ფქვილი მოაყარეთ). ცომს როზმარინი, დაფქული წითელი წიწაკა და ზღვის მარილი მოაყარეთ. 

7. გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. 

კომენტარი