ქათმის ღვიძლის მომზადება იტალიური რეცეპტით, ნამდვილი გურმანებისთვის

31

ინგრედიენტები:

ქათმის ღვიძლი- 500 გრ.

ნიორი- 2 კბილი;

პომიდორი- 2 ცალი;

მოცარელა (შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი ყველით)- 150 გრ.

ზეითუნის ზეთი- 2 ს.კ.

მარილი, პილპილი, ქონდარი.

მომზადების წესი:

ქათმის ღვიძლი გარეცხეთ, შეწვით ზეითუნის ზეთში ყველა მხრიდან 3-4 წუთი.

ამ რეცეპტს შეგიძლიათ დაუმატოთ ერთი თავი ხახვი, დაჭერით ალყა-ალყა და შეწვით იმავე ტაფაში ღვიძლთან ერთად. ინგრედიენტებს დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი, სუნელი და გადაიტანეთ საცხობ ფორმაში.

პომიდორს გააცალეთ ქერქი, დაჭერით კუბიკებად ან ალყა-ალყა და გაანაწილეთ შემწვარ ღვიძლზე. ინგრედიენტები დაფარეთ გახეხილი ყველით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში შეფერილობამდე.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი