უგემრიელესი ფენოვანი სალათა სადღესასწაულო სუფრისთვის

63

ინგრედიენტები:

კიბორჩხალის ჩხირები- 200 გრ.

კარტოფილი- 5 ცალი;

სტაფილო- 4 ცალი;

მდნარი ყველი- 200 გრ.

კვერცხი- 5 ცალი;

მაიონეზი- გემოვნებით.

მომზადების წესი:

ბოსტნეული და კვერცხი მოხარშეთ მომზადებამდე, ხოლო შემდეგ გააგრილეთ. მოხარშული ბოსტნეული გაფრცქვენით და გახეხეთ.

კიბორჩხალის ჩხირები დაჭერით და შეურიეთ მდნარ ყველს.

მოხარშული კვერცხის ცილა განაცაკლევეთ გულისგან. ცილა გახეხეთ, ხოლო გული დააქუცმაცეთ.

ინგრედიენტებით ჯამში მოათავსეთ ფენებად, ყოველ ფენას წაუსვით მაიონეზი:

პირველი ფენა- ნახევარი კარტოფილი, მეორე- კრაბის ჩხირები მდნარი ყველით, მესამე- გახეხილი კვერცხის ცილა, შემდეგ ისევ კარტოფილი, სტაფილო.

ბოლოს გადაუსვით მაიონეზი და ზემოდან/გვერდებზე მოაყარეთ დაქუცმაცებული კვერცხის გული.

გამზადებული სალათა რამდენიმე საათი მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ კი მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი