მარტივად მოსამზადებელი ბეზე შვეიცარიული რეცეპტით

284

ინგრედიენტები:

კვერცხის ცილა (გაციება არ არის საჭირო)- 4 ცალი;

შაქარი- 240 გრ.

მომზადების წესი:

ჯამში მოათავსეთ შაქარი და ცილა, მოურიეთ.

ჯამი ნარევით გადაიტანეთ წყლის ორთქლზე და მიქსერით ათქვიფეთ 7-8 წუთი მაქსიმალურ სიჩქარეზე.

მასა უნდა გახდეს სქელი (შესაძლოა 5 წუთი თქვეფაც საკმარისი იყოს).

ნარევი გადაიტანეთ კულინარიულ შპრინცში ან ქისაში (რითიც აკეთებთ ფორმებს) და ფორმებად გაანაწილეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, ხოლო შემდეგ მოათავსეთ 100 გრ. გაცხებეულ აირღუმელში 1-2 საათი.

დროის გასვლის შემდეგ აირღუმელი გამორთეთ და ბეზე გააჩერეთ რამდენიმე წუთი (კარი ღია დატოვეთ).

მიღებული ბეზე პრაქტიკულად არ გამოირჩევა კლასიკურისგან, თუმცა ამ შემთხვევაში გული უკეთ ცხვება.

კომენტარი