უგემრიელესი „მედოკი“ არაჟნის კრემით და ნიგვზით

300

ცომის ინგრედიენტები:

კვერცხი- 3 ცალი;

შაქარი- 0,5 ჭიქა;

თაფლი (თხევადი)- ნახევარი ჭიქა;

სახამებელი- ნახევარი ჩ.კ.

სოდა- 1 ჩ.კ.

ფქვილი- 1 ჭიქა.

კრემის ინგრედიენტები:

არაჟანი- 250 გრ.

ნიგოზი- 60 გრ.

შაქარი- გემოვნებით;

ვანილი- 10 გრ. (სურვილისამებრ).

მომზადების წესი:

მოამზადეთ ცომი: კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, სანამ მდგრადი ქაფი არ წარმოიქმნება. ნარევს დაუმატეთ თაფლი, მწიკვი მარილი და გააგრძელეთ თქვეფა.

ფქვილს დაუმატეთ სახამებელი, სოდა და მიღებული ნარევი დაუმატეთ კვერცხი-შაქრის მასას.

შეარჩიეთ საცხობი ფორმა, წაუსვით მას კარაქი, ფქვილი მოაყარეთ მსუბუქად და ჩაასხით მიღებული ბლანტი ცომი.

აირღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე და ცომი გამოაცხვეთ 35-40 წუთი (მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით).

როდესაც ბისკვიტი მზად იქნება, გამოიღეთ აირღუმელიდან და დატოვეთ გასაგრილებლად.

მოამზადეთ კრემი: არაჟანს დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით.

ნიგოზი დააქუცმაცეთ და დაუმატეთ კრემს. ასევე, დაამატეთ ვანილი (სურვილისამებრ). კრემი უნდა გამოვიდეს მსუბუქად თხევადი, რათა ბისკვიტს კარგად შეეთვისოს.

ბისკვიტი გაჭერით ორ ფენად, ერთ ფენას გადაუსვით კრემი, დაადეთ მეორე ფენა და დარჩენილი კრემი მთლიანად წაუსვით, როგორც ზემოდან, ისე გვერდებზე.

გამზადებულ ტორტს ზემოდან შეგიძლიათ მოასხათ დამდნარი შოკოლადი, გვერდებზე კი ბოსკვიტის დაფხვნილი ნარჩენები.

ტორტი რამდენიმე საათი მოათავსეთ მაცივარში, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ დაჭრათ და მიიტანოთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი