ლიტვური მობრაწულა ფარშით და ბოსტნეულით- შესანიშნავი რეცეპტია!

54

ინგრედიენტები:
– 300 გ ღორის ფარში
– 2 ც. კარტოფილი
– 3 ც. ბადრიჯანი
– 2 ც. ყაბაყი
– 2 ც. ბულგარული წიწაკა
– 1 ც. პრასი
– 1 კგ ხახვი
– 2 ს/კ საფანელი
– 4 კვერცხი
– 0,5 ჭიქა ნაღები
– 3 ს/კ ყველი
– 2 ს/კ ნაღების კარაქი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– ბაზილიკი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კარტოფილი, ბადრიჯანი და ყაბაყი გარეცხეთ, გაფცქვენით და თხელ ნაჭრებად დაჭერით. 

2. გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა და ხაზებად დაჭერით. ყველი გახეხეთ. ცხობის ფორმას კარაქი წაუსვით.

3. გადაიტანეთ ფორმაში კარტოფილი და მას მარილი მოაყარეთ- ეს პირველი ფენაა.

4. ფარშს 1 კვერცხი, დაქუცმაცებული ხახვი და საფანელი შეურიეთ. დაამატეთ ასევე მარილი და შავი პილპილი. მასა კარტოფილზე გადაიტანეთ. შემდეგი ფენები: ბადრიჯანი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა, პრასის ნაჭრები. ყოველ ფენას ცოტა მარილი მოაყარეთ.

5. მიქსერით ათქვიფეთ 3 კვერცხი, ნაღები, გახეხილი ყველი და დაქუცმაცებული ბაზილიკი. მიღებული სოუსი დაასხით ინგრედიენტებს ფორმაში. 

6. გამოაცხვეთ კერძი 175 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი