ქათმის ბარკლები მარინადში ბერძნული რეცეპტით- კერძის მომზადება უმარტივესია!

125

ინგრედიენტები:
– 2 კგ ქათმის ბარკლები
– 200 გ იოგურტი დანამატების გარეშე
– 1 ც. ლიმონი
– 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
– 2 ჩ/კ ორეგანო
– 2 კბილი ნიორი
– 0,5 ჩ/კ მარილი
– შავი პილპილი გემოვნებით
– ოხრახუში გემოვნებით

მომზადების წესი:

1. იოგურტს ზეთი, დაჭყლეტილი ნიორი, ორეგანო, მარილი და შავი პილპილი შეურიეთ. დაამატეთ ასევე ლიმონის ცედრა, 2 ს/კ ლიმონის წვენი და დაქუცმაცებული ოხრახუში.

2. დაასხით მიღებული სოუსი ქათმის ბარკლებს და ჩადეთ ნახევარი საათით მაცივარში. 

3. გადაიტანეთ ქათმის ბარკლები ცხობის ფორმაში, ან ჟარონაზე, დარჩენილი სოუსი დაასხით და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. 

კომენტარი