როგორ მოვამზადოთ შტოშის მორსი? უმარტივესი რეცეპტია!

18

შტოში- სასარგებლო კენკრაა და მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი მორსი.

თქვენ დაგჭირდებათ:
– 500 გ შტოში
– 250-300 გ შაქარი
– 1800 მლ წყალი

მომზადების წესი:
ახალი კენკრა გაასუფთავეთ და წყალი გადაავლეთ. ქვაბში წყალი აადუღეთ, დაამატეთ შაქარი და მოურიეთ 2 წუთის განმავლობაში. შაქარი უნდა გაიხსნას. მიღებულ სიროფში დაამატეთ შტოში, აადუღეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. მორსი 2-3 საათით დატოვეთ და გადაწურეთ. 

კომენტარი