ფენიქსი სახელად ლესტერი ფერფლიდან აღმდგარი გუნდის ისტორია..

1024

ფენიქსი სახელად ლესტერი

ფერფლიდან აღმდგარი გუნდის ისტორია…

  ვიკიპედია:

  დაარსდა 1884 წელს  „ლესტერ ფოსი“-ს სახელწოდებით, 1919 წელს გადაერქვა დღევანდელი „ლესტერ სითი“ სახელი. ტრადიციული სახელწოდება  „მელიები“ გავრცელებულია გულშემატკივრებს შორის.
დევიზი: „მელიები არასდროს ნებდებიან“

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მელიების საშინაო არენა იყო „ფილბერტ სტრიტი“
2002 წლიდან კი თამაშები იმართება „კინგ ფაუერ“-სის არენაზე, რომელიც 32 000 მაყურებელს იტევს.
საუკეთესო შედეგი ლესტერისთვის არის მე-2 ადგილი 1 დივიზიონში 1928/29 სეზონში, ასევე 3-გზის მფლობელია საფეხბურთო ლიგის თასისა.

  ფენიქსი სახელად ლესტერი

XIX საუკუნის ბოლო:

ქალაქ ლესტერის გუნდი 1884 წელს დაარსდა „ლესტერ ფოსი“-ს სახელწოდებით.
დიდი ხნის განმავლობაში გუნდი მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ამხანაგურ თამაშებში. მხოლოდ 1891 მიიღო მონაწილეობა ცენტრალური ლიგის ჩემპიონატში და 3 წლის შემდეგ 1894 წელს გადავიდა მეორე დივიზიონში. იმავე სეზონს გუნდმა მოუგო 13:0 „ნოთს ოლიმპიკ“-ს, რაც საუკეთესო შედეგია მის ისტორიაში.

 ფენიქსი სახელად ლესტერი

XX საუკუნის მე-2 ნახევარი:

50-იანი წლების დასაწყისში კლუბმა დაიწყო განვითარება. 1956/57 წლის სეზონში მოიგო მე-2 დივიზიონი, გაიტანა 109 გოლი(კლუბის რეკორდი) და დააგროვა 61 ქულა, ხოლო თავდასხმელმა არტურ როულიმ მიითვალა ბომბარდირების რეკორდი – 44 გოლი.

60-იანი წლების განმავლობაში ლესტერი 5-ჯერ გავიდა ინგლისის თასის ფინალში.
1964 წელს მოიგო თავისი პირველი თასი- ინგლისის ლიგის თასი.
1961 წელს პირველად გავიდა ეურო ასპარეზზე: მიიღო მონაწილეობა ტურნირში „თასების             მფლობელთა თასი“, მაგრამ გზად მადრიდის „ატლეტიკო“-სთან დამარცხდნენ.
1969 წელს გუნდმა კვლავ დატოვა 1-ლი დივიზიონი, მაგრამ 2 სეზონის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ ელიტაში, გახდნენ რა მე-2 დივიზიონის ჩემპიონები. მელიების დამსახურება უდიდესად იყო ლეგენდალური მეკარის, პიტერ შილტონის დამსახურება, რომელიც არანაკლებ ლეგენდალური მეკარის გორდონ ბენკსის შემცვლელად მოვიდა.
1974 წელს ლესტერი გადის ინგლისის თასის ნახევარფინალში, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს, ხოლო 1978 წლის სეზონში ტოვებს ინგლისური ფეხბურთის ელიტას და გადადის მეორე დივიზიონში.
80-იანებში გუნდი ხან ბრუნდებოდა ელიტალურ დივიზიონში ხან უბრუნდებოდა მეორე დივიზიონს.

90-იანი წლების ნახევრიდან იწყება ლესტერის აღზევება:
1996 წელს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ინიშნება ჩრდილოელ ირლანდიელი მარტინ ო’ნილი. მან მოახერხა რომ არა მარტო დაებრუნებინა მელიები პრემიერ-ლიგაში, არამედ მყარად ფეხი მოიკიდა მასში და წლის ბოლოს სატურნირო ცხრილში ზედა ათეულში მოხვდა.
1997 წელს მელიები მეორეჯერ დაეუფლნენ ლიგის თასს, დაამარცხეს რა ფინალში 2 მატჩის ჯამში „მიდლსბრო“, იმავე სეზონს „ლესტერ სიტი“ 36 წლის შემდეგ ისევ მონაწილეობს თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში, პარადოქსია მაგრამ მას ისევ მადრიდის „ატლეტიკო“ ამარცხებს.
90-იანი წლების ბოლოს „ლესტერი“ კვლავ გადის ლიგის თასის ფინალში, მაგრამ მარცხდება ტოტენჰემთან.
შემდეგ სეზონში ლესტერი ლეგენდალურ სტადიონზე „უემბლი“ ამარცხებს „ტრანმირს“
და მე-3-ჯერ ეუფლება ინგლისის ლიგის თასს.

 

XXI საუკუნის დასაწყისი:

2001 წელს ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პიტერ ტეილორი ინიშნება ლესტერის მწვრთნელად. ზუსტად ამის შემდეგ გუნდში იწყება კრიზისი: 18 თამაშში 14 წაგება და იკავებს 2001/02 სეზონში ბოლო ადგილს.
ტეილორი გაგდებულია და მის ადგილას მოყავთ დეივ ბასეტი და მიკი ადამსი.
ერთობლივი ძალისხმიერებით მათ შეძლეს გუნდისთვის თავდაჯერებულობის
უნარის დაბრუნება და მტკიცე ხასიათის სახის მიცემა.
2003 წელს მელიებს გარი ლინეკერი ყიდულობს, რომელსაც გუნდში მოაქვს ფინანსური სტაბილურობა. ნაყიდი იქნა ბევრი ძლიერი ფეხბურთელი პრემიერლიგის 2003/04 წლის სეზონის მზადყოფნისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა გუნდი ვერ აღწევს წარმატებას და ტოვებს ინგლისის უმაღლეს დივიზიონს, რის შემდეგაც იწყება მთავარი მწვრთნელების უსასრულო ცვლა, მაგრამ ამით დაღმასვლა ვერ ჩერდება და საბოლოოდ აღმოჩნდება ინგლისის პირველ ლიგაში.

2010 წელს მელიების ახალი მფლობელი ხდება ვიშაი შრივადანაპრაბხა, რის შემდეგაც საქმეები ნელ-ნელა უკეთესი ხდება.

2012/13 წლის სეზონში ლესტერი დრამატულ ორთაბრძოლაში მარცხდება „ვოტფორდ“-თან პრემიერლიგის საგზურის მოსაპოვებლად.

ზუსტად აქედან იწყება ლესტერის წინსვლა რომელსაც არავინ მოელოდა:
2013/14 წლის სეზონის ბოლოსკენ ჩემპიონშიპში „ლესტერი“ გარანტირებულად იკავებს პრემიერლიგის საგზურის პოზიციას. 2014/15 წლის სეზონში ნაიჯელ პირსონის მეთაურობით კი სასწაულებრივად იცილებს პრემიერლიგიდან გავარდნას, რომელიც მოიპოვა ბოლო 8 ტურში წაუგებელი სერიის ჩატარებით.
ფენიქსი სახელად ლესტერი
2015 წელს მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ინიშნება კლაუდიო რანიერი.
მისი მეთაურობით გუნდი გარდაისახა და დაიწყო ბრძოლა ჩემპიონობისთვის.
ხოლო მთავარ ვარსკლავებს დღევანდელ გუნდში წარმოადგენენ:
ჯეიმი ვარდი, რიად მაჰრეზი, ნ’გოლო კანტე და კასპერ შმეიხელი.
გუნდმა უკვე მოიპოვა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება.
დარჩა მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგის თასი მოსაპოვებელი.

იკერ კასილასი: „ლესტერი“ დაუჯერებელი გუნდია. ჩვენ ყველა მას სულ ცოტა ჩვენს კლუბად მივიჩნევთ. ყველა ჩვენგანი გულშემატკივრობს საყვარელ კლუბს, მაგრამ ყველას გონია რომ ლესტერი თავისი გუნდია.

პ . ს.: ბოლო დღეებში გაჟღედა ინფორმაციამ იმაზე რომ მელიები შეიძლება დოპინგ სკანდალში იყვნენ გარეულნი,ან კიდევ ფინანსურში,  შემდეგ მსაჯის მიერ მიკერძოებული მიდგომა ვესტ-ჰემისადმი, ჯეიმი ვარდის დისკვალიფიკაცია. აშკარაა რომ ამ ყველაფერში ვიღაცის ხელი ურევია და არ აწყობს ან ბოღმა ახრჩობს რომ ასეთი მცირე ბიუჯეტიანი გუნდი პრემიერლიგის გრანდებს არაფრად აგდებს და ჩემპიონობას ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება. ზუსტად ამ ყველაფრის გამო იქნება ლესტერის ჩემპიონობა ჩვენი გამარჯვება, თითოეულის, დასტური იმასა რომ ყველას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას მიუხედავად დაბრკოლებისა თუ ხიფათისა ცხოვრების გზაზედ.
მართლაც ამ გუნდის ისტორია ზღაპარს გავს, როგორც ფენიქსი აღსდგება ფერფლიდან ხოლმე ასევე აღსდგა ლესტერი. ყოველი ტურის წინ ლესტერის თამაშის საყურებლად ვემზადები ისევე როგორც საყვარელი გუნდისა. ის არის ჩვენი გულის ნაწილი, რომელიც ღირსია რომ საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდეს. ეს ასევე იქნება ჩვენი გამარჯვება.
დასასრულს გთავაზობთ მელიების მიერ მიმდინარე სეზონში გატანილ გოლებს. გისურვებთ წარმატებას. დაე მენახოს „კინგ ფაუერ“-ზე გამარჯვება.

ბლოგერი :  AK 47

კომენტარი