რესტორნის მფლობელმა შეამჩნია, როგორ ეძებდა სანაგვე ურნაში ქალი საკვებს, მან საოცარი გადაწყვეტილება მიიღო…

1483

მინუ მაულინი ინდოეთში ცხოვრობს. ის რესტორნის მფლობელია. მანუს ბიზნესი დღითიდღე წარმატებული ხდება, თუმცა ის მეტად ამაყობს იმით, რაც მის რესტორნის მოპირდაპირე მხარეს არის განთავსებული.

manu1

ქალი ქუჩაში დადგმულ მაცივარს ყოველდღიურად ანახლებს, იმ საკვებით, რაც სამუშაო დღის ბოლოს რჩება. ყველა მსურველს, განსაკუთრებით უსახლკარო ადამიანებს, შეუძლიათ გახსნან მაცივარი და მიირთვან საკვები სრულიად უსასყიდლოდ.

manu2

მინუს სრულიად სპონტანურად დაებადა ეს საქველმოქმედო იდეა, როცა მან დაინახა ქალი, რომელიც ქუჩის სანაგვე ურნაში საკვებს ეძებდა.

„მისი დანახვა ჩვემთვის სევდისმომგვერლი იყო. ქალი ანაწილებდა ნაგავს, რათა საკვები ეპოვა.“- ამბობს რესტორნის მფლობელი.

სწორედ ამ დროს იფიქრა მინუმ, თუ რამდენ პროდუქტს  ყრის რესტორნიდან და რატომ არ შეიძლებოდა დღის ბოლოს დარჩენილი საკვები უსახლკარო ადამიანებისთვის ეწილადა?

manu3

მას შემდეგ გაჩნდა მისი რესტორნის წინ მაცივარი, რომელიც ყოველთვის სავსეა პროდუქტით და ღიაა ყველა მსურველთათვის.

„ჯადოსნური კარადა“ გარკვეულ საათებში იხსნება.

manu4

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: როდესაც რესტორნის სტუმრებმა ამ აქციის შესახებ შეიტყვეს, უმეტესობა მათგანმა გადაწყვიტა იმაზე ზედმეტი გადაიხადონ, ვიდრე ეკუთვნით, რათა უსახლკარო ადამიანების დახმარებაში მათაც შეიტანონ წვლილი და დღის ბოლოს უფრო მეტი პროდუქტი მოთავსდეს მაცივარში.

manu6

ეს ამბავი იმდენად გავრცელდა ინდოეთში, რომ ადამიანები რესტორანში წასახემსებლად ახლომდებარე ქალაქებიდანაც მიდიან, ამგვარად მანუს ბიზნესიც ყოველდღიურად ფართოვდება.

manu5

ძალიან კარგი იდეაა. სასიამოვნოა, როცა გვესმის, რომ ამ ქვეყანაზე ასეთი კეთილი ადამიანებიც არსებობენ.

manu7

საქართველოში უამრავი ადამიანი შიმშილობს, ბავშები ყოველდღიური პურის საყიდლად მთელი დღე ყინვასა და წვიმაში მათხოვრობენ, ამასთანავე უამრავი რესტორანია. თუ ერთი დაწესებულება მაინც გააკეთებს მსგავს საქველმოქმედო აქციას, შესაძლოა სხვებმაც მიბაძონ. სიკეთე ხომ გადამდებია?

კომენტარი