ცნობილი ქალები და მსახიობები, რომლებმაც ისინი კინოში განასახიერეს

822

ამ ცნობილმა ქალებმა ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიკავეს. ჩვენ მოგიყვებით მსახიობებზე, რომლებმაც ისინი კინოში განასახიერეს.

ვირჯინია ვულფი და ნიკოლ კიდმანი

2002 წელს ნიკოლ კიდმანმა რადიკალურად შეცვალა გარეგნობა, რათა ფილმში “საათი” ცნობილი ბრიტანელი მწერლის როლი ეთამაშა.

ედიტ პიაფი და მარიონ კოტიარი

2007 წლის ფილმისთვის “ცხოვრება ვარდისფერ ფერებში” მარიონ კოტიარმა “ოსკარი” მიიღო.

ფრიდა კალო და სალმა ჰაიეკი

2002 წლის დრამაში ჰაიეკმა ფრიდას როლი ითამაშა.

მარია კალასი და ფანი არდანი

იმავე 2002 წელს გამოვიდა დრამა “კალასი სამუდამოდ”.

გრეის კელი და ნიკოლ კიდმანი

2013 წელს გამოვიდა კიდევ ერთი ფილმი ულამაზეს კელიზე. ნიკოლ კიდმანი ამ როლისთვის გააკრიტიკეს. ისტორიას, რომელიც ფილმშია აღწერილი რეალობასთან ცოტა საერთო აქვს და მსახიობის თამაშმა უკმაყოფილობა გამოიწვია.

დიანა და ნაომი უოტსი

ფილმის “დიანა:სიყვარულის ისტორია” სიუჟეტი პრინცესის და პაკისტანელი კარდიოქირურგის ხასნატ კხანის რეალურ რომანზეა აგებული, მაგრამ საიდუმლო სასიყვარულო ისტორიის დეტალები გამოგონილია, რისთვისაც მთავარი როლის შემსრულებელი ნაომი უოტსი გააკრიტიკეს.

მიშელ უილიამსი და მერილინ მონრო

მელოდრამაში “7 დღე და ღამე მერილინთან” მთავარი როლის შესრულებისთვის უილიამსი “ოსკარზე” იყო ნომინირებული.

ელიზაბეტ ტეილორი და ლინდსი ლოჰანი

2012 წლის ფილმი “ლიზი და დიკი” ელიზაბეტ ტეილორის და რიჩარდ ბერტონის სიყვარულის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. კრიტიკოსებმა ლოჰანის თამაში და პროექტი გააკრიტიკეს.

მერილ სტრიპი და მარგარეტ ტეტჩერი

ამ როლისთვის მერილ სტრიპმა მესამე “ოსკარი” მიიღო.

ელისაბედ II და ჰელენ მირენი

მირენმა ამ როლის შესრულებისთვის “ოსკარი” დაიმსახურა.

ჯია კარანჯი და ანჯელინა ჯოლი

ჯია შევიდა ისტორიაში არა მხოლოდ როგორც სუპერ მოდელი: მისი სიკვდილი- პირველი დარეგისტრირებული შემთხვევაა ქალის დაღუპვის შიდსისგან.

ჯეკი კენედი და კეტი ჰოლმსი

მინი-სერიალი “კენედის კლანი” აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის და მისი პირველი ლედის ისტორიას მოგვითხრობს.

ოდრი ჰეპბერნი და ჯენიფერ ლავ ჰიუიტი

2000 წლის ფილმმა “ოდრი ჰეპბერნის ისტორია”-მ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია.

დედოფალი ვიქტორია და ჯუდი დენჩი

ამ როლისთვის მსახიობი “ოსკარზე” იყო ნომინირებული.

კომენტარი