ჯეიმი ვარდის ისტორია გზა უბრალო მუშიდან ინგლისის გოლეადორობამდე

4981
ჯეიმი ვარდის ისტორია გზა უბრალო მუშიდან ინგლისის გოლეადორობამდე

 

  • 2005: მუშაობს ფაბრიკაში
  • 2011: თამაშობს ინგლისის მე-5 დივიზიონში
  • 2012: თამაშობს ინგლისის მე-3 დივიზიონში
  • 2016: ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი 22 გოლით, მის წინ მხოლოდ ჰარი კეინი და კუნ აგუეროა.

მოგონებები ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ შინაარსი ნათელი. როცა ინგლისი ბოლოს თამაშობდა ევროპის ჩემპიონატზე, ჯეიმი ვარდი გულშემატკივრობდა ნაკრებს საბერძნეთიდან, მივლინებაში ყოფნის დროს.
იმ ზაფხულს დატოვა კლუბი „ფლიტვუდ თაუნი“ და გადავიდა „ლესტერში“ მილიონ ფუნტად, ყოველ დილით კი ფორმის შესანარჩუნებლად დარბოდა იონის ზღვის სანაპიროზე.
ღამით ის მოკალათდებოდა ტელევიზორის წინ და უყურებდა თუ როგორ თამაშობდა როი ხოჯსონის გუნდი დონეცკსა და კიევში. ახსენდება დენი უელბეკის გამარჯვების გოლი შვედეთის კარებში.

„მახსოვს რომ ვიყავი მივლინებაში ზაკინფში“ – იხსენებს ვარდი და ლაპარაკობს იმ დროზე როცა მისი კარიერა საწყის ეტაპზე იყო. „ჩემი მეგობარი მუშაობდა სასტუმროში, სადაც ჩვენ გავჩერდით. მჭირდებოდა დასასვენების დრო, მაგრამ მიუხედავად ამისა ვდგებოდი 7 საათზე და 36 გრადუსიან სიცხეში დავრბოდი“.

ის გახდა ინგლისის პრემიერ-ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდი და ეხლაც დარბის.

როცა ნაკრები ევროპულ ტურნირზე წავა, ჯეიმი ცდილობს რომ შეიქმნას სამახსოვრო მომენტები დამოუკიდებლად. ამისთვის შეცვალა ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები თავის ცხოვრებაში.

ქორწინება ბეკისთან დანიშნული იყო 2016 წლის ივნისში, მაგრამ როცა ვარდის გოლებმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა, გადაწყვიტა რომ შეეცვალა ქორწინების თარიღი. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 25 მაისს.

რუდ ვან ნისტელროის რეკორდი დამხობილია, ლეგენდალური სტენ მორტენსენის კი გამეორებული. 11 გოლი ზედიზედ 11 მატჩში. პრემიერლიგაში 22 გოლი. ვინ იცის დარჩენილ სამ ტურში შეიძლება შეძლოს კიდეც ბომბარდირობას გამოკრას ხელი.
ინგლისის ჩემპიონატის რომელიმე გრანდის წარმომადგენლისთვის ეს იქნებოდა ძალიან კარგი შედეგი, მაგრამ ფეხბურთელისთვის რომელიც ინგლისის კონფერენციაში მთელი 4 წელი თამაშობდა არის სასწაულის ტოლფასი და დაუჯერებელი.

ვარდის განვლილი გზა ცნობილია, მაგრამ გადავხედოთ მის ისტორიას, რადგან ჯეიმი წარმატებას მხოლოდ 28 წლის ასაკში მიუახლოვდა.
2010/11 წლის სეზონში იცავდა ჩრდილოეთ პრემიერ-ლიგის „ხალიფაკსი“ -ს ღირსებას. 5 წლის წინ თამაშობდა მე-8 დივიზიონის გუნდში „სტოკბრიჯ პარკ სტილსი“. „შეფილდ უენსდეი“- გუნდი რომელმაც უარი თქვა მის მომსახურებაზე, რადგან მიიჩნია ზედმეტად უნიათოდ და სუსტ ფეხბურთელად.

აგრესიის, სისწრაფის და საგოლე ინტუიციის ნაზავი, რომელსაც ვერ აკონტროლებენ მოწინააღმდეგე გუნდის მცველები, ჯეიმის ყოველთვის ქონდა.
31 გოლი 36 თამაშში „ფლიტვუდ“-ში გამოსვლის დროს და ლესტერი დარწმუნებულია რომ მათი მომავლისთვის საჭიროა ამ ტრანსფერის განხორციელება.

ჯეიმი ვარდის ისტორია გზა უბრალო მუშიდან ინგლისის გოლეადორობამდე

„ძალიან ბეჯითი მუშაობა საკუთარ თავზე“-ვარდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი ბურთის ართმევა მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან მიითვალა. „მე გავაგრძელებ იმავე დამოკიდებულებით თამაშს და იმედი მაქვს რომ უკეთესი გავხდები“.

მისი ხასიათი ჩანს ეპიზოდში როცა პატარა სოფია ავად გაუხდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მან დაიჯინა რომ ივარჯიშებდა, და არ მიიღო კლაუდიო რანიერის შემოთავაზება დასვენების თაობაზე.

საერთოდ ცხოვრებაში ნაკლებად ისვენებდა. იხსენებს იმ დღეებს როცა მუშაობდა შეფილდის ქარხანაში ნახშირწყალბადის ბოჭკოს დამზადებით სამედიცინო ფიქსატორისთვის:
„ჩვენ ფაქტიურად შეუსვენებლივ ვაწყობდით ფორმებს ღუმელში, ზოგიერთი ხელსაწყო ჩემზე დიდი იყო და ძალიან მძიმე. როცა გიხდება 30 ფორმის გადატანა ერთ საათში, ორგანზმზე ეს ძალიან მოქმედებს. ფაქტიურად ხერხემალი მძვრებოდა. მოვიდა დრო იმისთვის რომ მეთქვა:„ მე ასე აღარ შემიძლია“. მაშინ „ხალიფაკს“-ში ვიყავი და ვაპირებდი შემესვენებინა, წელიწადი მაინც დამეთმო ფეხბურთისთვის, წამოვედი სამსახურიდან და 4 დღეში „ფლიტვუდ“-ში აღმოვჩნდი, იღბალმა გამიღიმა. მზად ვიყავი იმისთვის რომ უარი მეთქვა ქარხნის საფასურზე და ვყოფილიყავი „ხალიფაკსი“-ს ხელფასით, რომელიც ბევრად ნაკლები იყო ქარხნისაზე.

„იმ მომენტისთვის ფაბრიკასთან ურთიერთობა გამიფუჭდა, განსაკუთრებით უფროსთან, ვფიქრობ რომ მიზეზი ამისა იყო წელიწადში 36 დასვენების დღე ორშაბათობით, დღესასწაულების გარდა“.

ვარდი თამაშობდა შაბათობით „სტოკბრიჯ“-ში. კვირას მიდიოდა პაბში სახელად
“გრდემლი”. 90 წუთი შაბათს და 90 წუთი კვირას – და მწყობრში ხარ.

ჯეიმი ამბობს რომ ყოველ დილას ზღაპარში იღვიძებს: „თუ როგორი გზა გავიარე, ამის გამო უფრო ვაფასებ დღევანდელ სიტუაციას.“- „ყოფილი ფეხბურთელებისგან მსმენია რომ  მათთვის ეს მხოლოდ სამუშაოა და მეტი არაფერი, მაგრამ ჩემთვის არა. ვოცნებობ რომ ყოველდღე ვითამაშო ფეხბურთი. ძალიან არ მსიამოვნებდა ყოველდღიური სამუშაო და ვერც კი წარმოვიდგენდი სიტუაციის ასეთ განვითარებას. მაგრამ ეს არის  ძალიან კარგი მაგალითი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, თუ რისი მიღწევა შეიძლება. სიმართლე გითხრათ  კონფერენციაში ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ვფიქრობ რომ გუნდები არ მიდიან რისკზე, მაგრამ ჩემთვის საბედნიეროდ „ლესტერმა“ გარისკა“.

ჯეიმი ვარდის ისტორია გზა უბრალო მუშიდან ინგლისის გოლეადორობამდე

გაჩნდა ინფორმაცია რომ ვარდის „დორტმუნდის ბორუსია“ აკვირდება.
გარდაუვალია ისიც რომ წლის ბოლოს მასზე დაიწყება ნადირობა წამყვანი კლუბებისგან.
ამ წუთას ის „კინგ ფაუერ“-ზე ბრწყინავს. ძალიან უნდა გააგრძელოს გოლების გატანა საერთასორისო სანაკრებო ასპარეზზე.
თავდამსხმელი აღიარებს რომ უცანაური იყო მისთვის ნაკრებში ყოფილიყო ერთადერთი „ლესტერი“-ს წარმომადგენელი, მაგრამ მეგობრულმა ატმოსფერომ მას სწრაფად შეგუების და დამშვიდების შესაძლებლობა მისცა.

პ.ს.: მართლაც საოცარია და დაუჯერებელია ეს ისტორია, მხოლოდ ის მეთქმის რომ წარმატება ვუსურვო ამ არაჩვეულებრივ ფეხბურთელს. ბოლოს გთავაზობთ ჯეიმის მიერ გატანილ გოლებს, დატკბით და ისიამოვნეთ.

ბლოგერი: AK 47

კომენტარი