რამდენიმე საინტერესო ფაქტი ლუდის შესახებ

168

ცნობილია, რომ ლუდი ერთ-ერთი უძველესი სასმელია. ძველ ეგვიპტეში იპოვეს ლუდის მხარშველის აკლდამა, რომელიც თარიღდება 1200 წლით ჩვენს წელთაღრისცხვამდე. ცნობილი გახდა, რომ მისი სახელი ხონსო იმ-ხებუ იყო და ის ლუდს ქალღმერთ მუტისთვის მიძღვნილს რიტუალებისთვის ხარშავდა.

• შუა საუკუნეების ეპოქა ცნობილია საინტერესო კანონებით და წესებით. ასე, თუ შუა საუკუნეების ჩეხეთში პატარა სოფლებს, ან დასახლებას ქალაქის სტატუსის მოპოვება სურდა, ამისთვის რამდენიმე ქმედება უნდა განეხორციელებინა: დაეფუძნებიბა სასამრათლო სისტემა, საბაჟო და აეშენებინა ლუდის სახარში ქარხანა.

• ბელგია, ისევე როგორც ჩეხეთი კარგი ლუდით არის ცნობილი. ასე 20 საუკუნის 60-70 წლეში ბელგიელმა ლუდის მხარშველებმა გამოიყვანეს სორტი, რომელიც 1.5 % ნაკლებ ალკოჰოლს შეიცავდა. თურმე ეს ლუდი სკოლის სასადილოს მენიუშიც იყო შესული, რაც საკმაოდ უცნაურია. მაგრამ კოლას და პეპსის შექმნის შემდეგ ლუდი მენიუდან ამოიღეს.

• ლუდი გაზიანი სასმელების “წინაპარია”. ამას ჯოზეფ პრისლის ექსპერიმენტი ადასტურებს, რომელიც მან 1767 წელს ჩაატარა. მას აინტერესებდა, რატომ არის ლუდი გაზიანი. ამისთვის მან წყლის ჭიქა ლუდის კასრზე დადო და როცა მან წყალი გასინჯა, გაუკვირდა- წყალიც გაზიანი იყო- ეს იყო პირველი ნაბიჯი ნახშიროჟანგის შემეცნებისკენ.

• 1814 წელს ლონდონში ერთ-ერთ ლუდის სახარშ ქარხანაზე ავარია მოხდა და ქალაქი ფაქტობრივად ლუდით “დაიტბორა”- დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.

• ასე ბაბილონში თუ ლუდის მხარშველი სასმელში წყალს ამატებდა, მას სიკვდილით დასჯა ელოდებოდა. მას სასმელში ახრჩობდნენ, ან სამელს ასმევდნენ, სანამ ის არ მოკვდებოდა…

კომენტარი