10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა მაკიაჟის გაკეთების დროს- რჩევები მანდილოსნებს

20841

მაკიაჟის გაკეთების მიზანი- ნაკლოვანების დამალვაა, მაგრამ ამის შესახებ ბევრს ავიწყდება, შეცდომების დაშვება კი, ხშირად რამდენიმე წლის მომატებას უტოლდება.

10 გავრცელებული შეცდომა მაკიაჟის გაკეთების დროს

ტუში ქვედა წამწამებზე
ბევრი ტუში ქვედა წამწამებზე არსებულ ნაოჭებს უსვამს ხაზს. ზედა წამწამებისთვის გამოიყენეთ შავი ტუში, რომელიც თვალებს ვიზუალურად გაადიდებს.

მკვეთრი ფერის ტუჩსაცხი
მუქი და მკვეთრი ფერის ტუჩსაცხი ტუჩებს ვიზუალურად ათხელებს. ასე რომ ბევრი ნეიტრალური, ან ნატურალური ფერის ტუჩსაცხს იყენებს.

ტონალური კრემის სქელი ფენა
აირჩიეთ კრემი, რომელიც შეიცავს დამატენიანებელი კრემის მაღალ პროცენტს (60-75%) და მინერალურ მიკროპიგმენტებს.

ლაინერი, ან ფანქარი ქვედა ქუთუთოზე
ეს ხრიკი თვალს პატარას ხდის და თვალის გარშემო შავ წრეებს უსვამს ხაზს. ამიტომ აქცენტი ზედა ქუთუთოზე გააკეთეთ.

ძალიან ღია ფერის ტონალური კრემი
ზედმეტად ღია ფერის ტონალურ კრემს შეუძლია ნაოჭებს გაუსვას ხაზი.

კორექტორი
კორექტორები, რომლებიც თვალების გარშემო შავ წრეებს ებრძვიან იდეალური საშუალებაა.

ბევრი პუდრი
40 წლის შემდეგ პუდრი მხოლოდ Т-ზონაზე უნდა წაისვათ.

ბზინვარე ჩრდილები თვალის გარე კუთხეებში
თუ ზედმეტი მოგივიდათ და ჩრდილების სქელი ფენა წაისვით, თვალის კუთხეებში არსებულ ნაოჭებს გაუსვამთ ხაზს, ასე რომ ფრთხილად იყავით. წაისვით ასეთი ჩრდილები თვალის შიდა კუთხეებში, ქუთუთოს ცენტრში და წარბის ქვემოთ.

ტუჩსაცხი და ფანქარი
თუ გსურთ ტუჩებს ლამაზი კონტური “აჩუქოთ” ჯერ ტუჩის ფანქარი გამოიყენეთ.

ფერუმარილი
კარგ ვიზუალურ ეფექტს მიაღწევთ, თუ ფერუმარილს ყვრიმლის ძვლის ზედა ნაწილზე წაისვამთ.

რა თქმა უნდა ეს მეთოდები ყველა მანდილოსანს არ მოუხდება, რადგანაც ყველა ქალბატონი ინდივიდუალურია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ კარგი მაკიაჟი აუცილებლად ღიმილს გაჩუქებთ.

კომენტარი