Peugeot Design Lab-მა ელექტრომობილების დატენვის სადგურების კონცეფცია წარმოადგინა

154

Peugeot Design Lab-მა წარმოადგინა ელექტრომობილების დატენვის სადგურების Driveco Parasol-ის კონცეფცია.

სადგურის სახურავი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან არის დამზადებული და დაფარულია 88 მზის პანელით, რომელთა ფართობი 150 კვადრატული მეტრია. ყველა სადგური გაერთიანდება ერთიან სისტემაში ენერგიის “გაგზავნისთვის” იქ, სადაც იქნება მისი დეფიციტი.

სადგურიდან სადგურზე ელექტროენერგიის გადაცემა მოხდება ენერგომოხმარების მართვის ინტელექტუალური სისტემით. მისი დახმარებით დატენვის ერთიანი სისტემა იმუშავებს ამინდის და დღე-ღამის დროის მოუხედავად.

ერთ Driveco Parasol-ს შეუძლია ერთდროულად დატენოს 7 სატრანსპორტო საშუალება, სკუტერებით დაწყებული და მანქანით დამთავრებული. ამ დროისთვის 2 სადგური უკვე მუშაობს ქალაქ ბასტიაში და აიაჩოში სამხრეთ კორსიკაში.

კომენტარი